Rufia Junior
Natura Siberica – Wilda Siberica Controlled organic Detangling pet conditioner 400მლ
კონდიციონერი განკუთვნილია ცხოველის ბეწვის გაბურდვის თავიდან ასაცილებლად და დასარბილებლად. მისი ორგანული ფორმულა უზრუნველყოფს ბეწვის გაძლიერებას, მსუბუქად დასრიალებას და ადვილად დავარცხნას. ასევე ხელს უწყობს ბზინვარებას და ბეწვის ბუნებრივ ტექსტურას. იდეალურია ყველა ტიპის ბეწვისთვის და რეგულარული გამოყენების შემთხვევაში უზრუნველყოფს ბეწვის ჯანმრთელ და მოვლილ მდგომარეობას.
Gold Wings Coldast Vitamin
ვიტამინი გალიის ფრინველებისთვის. შეიცავს C ვიტამინს რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის წინააღმდეგობის გაუნჯობესებას ინფექციების მიმართ თავისი ანტიოქსიდანტური ეფექტით. ეს არის არომატული საკვები დანამატი (წყალში), რომელიც აუნჯობესებს სასუნთქ და იმუნურ სისტემას გაციების დროს.
გამოიყენება: 20 წვეთი (1/2 ჩაის კოვზი) ემატება გალიის ფრინველის საშუალო ზომის წყლის თასში.
Mr Zoo გამომშრალი საქონლის კუჭი “წიგნაკი”
ძაღლის ნატურალური სასუსნავი.
იდეალურია წვრთნისთვის, გემრიელი და სასარგებლო.
შესანიშნავი სასუსნავი შინაური ცხოველისთვის და მისი ძირითადი რაციონის დამატება, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის ნორმალიზებას და ვიტამინების დეფიციტის შევსებას.
ჭარბი მოხმარება არ არის რეკომენდირებული.
დამზადებულია საქართელოში.
კლუბი 4 თათი კატის ჟელე იხვის ხორცით 0.1კგ
კლუბი 4 თათი კატის ჟელე იხვის ხორცით | 100გრ მაღალი ხარისხის სველი საკვები კატებისთვის, მომზადებული შერჩეული იხვის ხორცით. უნიკალური რეცეპტურა შექმნილია კატის სრულფასოვანი კვებისთვის და შეიცავს ყველა საჭირო ვიტამინსა და მინერალს. პროდუქტი გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროტეინის შემცველობით, რაც ხელს უწყობს კუნთოვანი მასის შენარჩუნებას. ადვილად მოსანელებელი მსუბუქი კონსისტენცია და ბუნებრივი ინგრედიენტები უზრუნველყოფს ჯანსაღ მონელებას. მდიდარი და განსაკუთრებული გემოს წყალობით იდეალურია გურმანი კატებისთვის. შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ძირითადი საკვები ან მშრალ საკვებთან კომბინაციაში. იდეალურია ზრდასრული კატებისთვის. პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებს და კონსერვანტებს. შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში და გამოიყენეთ 24 საათის განმავლობაში.
ორაგულის პრემიუმ ზეთი Omega-3 100ml
ორაგულის პრემიუმ ზეთი არის უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატი; რომელიც შესაფერისია ყველა ასაკის ძაღლებისა და კატებისთვის. მდიდარია აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებით (Omega-3 (4.6% EPA და 5.2% DHA); Omega-6 და Omega-9); რომელთა ჩართვა ყოველდღიურ კვებაში აუცილებელია; რადგან თავად ვერ გამოიმშავებენ მათ. ორაგულის ზეთი აუმჯობესებს საკვების გემოს; ამავდროულად არის ენერგიის შესანიშნავი წყარო. ის კარგია ცივი სეზონების; ბეწვის ცვენის; ორსულობის; ლაქტაციისა და სტრესის პერიოდში.