მინერალი თუთიყუშებისთვის მწვანე ვაშლი 18გ
ნახერხი ცხოველისთვის
ნახშირიანი საფენი 50
ნექსგარდ კომბო S <2.5კგ
Nexgard Combo - ფრანგული წარმოების ანტიპარაზიტული საშუალება კნუტებისა და ზრდასრული კატებისთვის, წვეთების სახით.
ნექსგარდ კომბო გამოიყენება როგორც არსებული პარაზიტების მოსაშორებლად, ასევე პრევენციის მიზნით. როგორც გარე პარაზიტების საწინააღმდეგოდ ( ტკიპი, ყურის ტკიპი, ტილი, რწყილი და რწყილის კვერცხები ) ასევე შიდა პარაზიტების საწინაარმდეგოდ ( გულის ჭია, ანკილის ჭია, მრგვალი ჭია, ფილტვის ჭია, ბუშტუკოვანი ჭია და ლენტის ჭია ).
ნექსგარდ კომბოს გამოყენება ხდება ხერხემალზე დასხმით.
პრეპარატი იცავს პარაზიტებისგან 1 თვის განმავლობაში, ტკიპებისგან იცავს 5 კვირის განმავლობაში.
შეფუთვაში 3 პიპეტი.
ორაგულის პრემიუმ ზეთი Omega-3 100ml
ორაგულის პრემიუმ ზეთი არის უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატი; რომელიც შესაფერისია ყველა ასაკის ძაღლებისა და კატებისთვის. მდიდარია აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებით (Omega-3 (4.6% EPA და 5.2% DHA); Omega-6 და Omega-9); რომელთა ჩართვა ყოველდღიურ კვებაში აუცილებელია; რადგან თავად ვერ გამოიმშავებენ მათ. ორაგულის ზეთი აუმჯობესებს საკვების გემოს; ამავდროულად არის ენერგიის შესანიშნავი წყარო. ის კარგია ცივი სეზონების; ბეწვის ცვენის; ორსულობის; ლაქტაციისა და სტრესის პერიოდში.
ოტოპეტ თერაპია
ოტოპეტ თერაპია არის ყურის წვეთები, რომლებიც განკუთვნილია ძაღლებისა და კატებისთვის ყურის დაავადებების სამკურნალოდ. ის ეფექტურია გარეთა და შიდა ყურის ანთებების, ასევე სოკოვანი ინფექციების დროს. პრეპარატი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც ანადგურებენ ბაქტერიებს, სოკოს და ხელს უშლიან ანთებითი პროცესების განვითარებას.
პროდუქტი იტალიური ბრენდის, Fatro-ს ნაწარმია და მისი გამოყენება მარტივია როგორც თერაპიისთვის, ისე პროფილაქტიკისთვის. რეკომენდებულია ცხოველის ყურის რეგულარული მოვლა ან დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისას კონსულტაცია ვეტერინართან.