ნაჩვენებია 289–300 1072 შედეგი

ნახვა 9 12 18 24

TRIXIE მანათობელი საყელო ძაღლისთვის

22,00 
ფლეშ სინათლის რგოლი USB თქვენს ძაღლს უფრო მეტ უსაფრთხოებას სთავაზობს ბნელ სეზონში და ასევე უფრო სასიამოვნო იქნება თქვენთვის ძაღლთან ერთად ყოფნა. საყელო შეიძლება დაყენდეს ციმციმად ან დარჩეს ჩართული, რაც უზრუნველყოფს ენერგიას 8 ან 5 საათს. ზომა შეიძლება ინდივიდუალურად მოერგოს თქვენს ძაღლს. საყელოს ბატარეის დატენვა მარტივად შესაძლებელია USB კაბელის გამოყენებით.

ფაუნჩი ზრდასრული კატის საკვები ქათმის დელიკატესით ფერადი 15კგ

ფასების დიაპაზონი: 7,50 ₾-დან 90,00 ₾-მდე

ინგრედიენტები: ქათმის ცილა (25%), სიმინდი, ბრინჯი, ცხოველური ცხიმი, სიმინდის გლუტენი, გამომშრალი შრატი, გამომშრალი შაქრის ჭარხლის რბილობი, დამუშავებული ლიგნოცელულოზა, ბარდის ბოჭკო, ვაშლის ბოჭკო, კერბო, არომატიზატორი, ლუდის საფუარი, ვიტამინები და მინერალები, პრებიოტიკი (ქიტოზანის ოლიგოსაქარიდი), ტაურინი, ანტიოქსიდანტები, სტაფილოს ფხვნილი, ბარდა.

არჩევის პარამეტრები ამ პროდუქტს აქვს მრავალი ვარიანტი. ვარიანტები შეიძლება შეირჩეს პროდუქტის გვერდზე

ძაღლის გადასაყვანი კონტეინერი

95,00 

პროდუქტი უზრუნველყოფს ცხოველის უსაფრთხოებას, კომფორტს და კარგ ვენტილაციას გადაადგილების დროს.

ჩანთა (ნაჭრის 2 ცალიანი)

28,00 

მოსახერხებელი და გამძლე ჩანთები თქვენი ძაღლისთვის და კატისთვის. იდეალურია სეირნობისთვის; მოგზაურობისთვის ან სათამაშოებისა და აქსესუარების შესანახად

რიკარფა ხორცის არომატით ტაბ.50მგ

ფასების დიაპაზონი: 2,00 ₾-დან 49,00 ₾-მდე

1.    პრეპარატის სავაჭრო დასახელება:  რიკარფას ტაბლეტები ხორცის არომატით.

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება:  კარპროფენი  (Carprofen)

 

2.    სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები, პერორალურად მისაღები

 

3.    შემადგენლობა: ხორცის არომატის მქონე რიკარფას ერთი ტაბლეტები შეიცავს მოქმედ ნივთიერებას: კარპროფენს 20მგ, 50მგ და 100მგ

დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, სიმინდის სახამებელს, რკინის წითელ ოქსიდს, რკინის შავ ოქსიდს, პოვიდონი K30-ს, ნატრიუმის გლიკოლატს, არომატიზატორს ხორცის არომატით 10022,  კოლოიდურ ანჰიდრიდს, ტალკს, მაგნიუმის სტეარატს

 

4.    აღწერილობა: აღნიშნული ტაბლეტები მუქი ყავისფერია, ცალ მხარეს გამყოფი ზოლით და დახრილი ნაპირით.

 

5.    გამოშვების ფორმა:  მასით 76მგ, 190მგ და 380მგ, მოქმედი ნივთიერების შემცველობით 20მგ, 50მგ და 100მგ, სტანდარტულ შეფუთვაში დაფასოებულია 10 ტაბლეტი ერთ ბლისტერზე. 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში. თითოეულ შეფუთვას თან ახლავს გამოყენების ინსტრუქცია.

 

6.    შენახვის პირობები: სამკურნალო პრეპარატი ინახება მწარმოებლის მიერ წარმოებულ დახურულ შეფუთვაში, საკვები პროდუქტებისგან და საკვებისაგან მოშორებით, მზის სხივებისა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 0-დან-250C -მდე ტემპერატურაზე

ვარგისობის ვადა: 3 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.

 

გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაცია უნდა მოხდეს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

 

7.    პრეპარატის გაცემის წესი:  გაიცემა რეცეპტის გარეშე

 

II.    ფარმაკოლოგიური თვისებები

8.    რიკარფას ტაბლეტები ხორცის არომატით მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს.

 

9.    კარპროფენს, რომელიც შედის სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება, მოქმედების მექანიზმი ეფუძნება არახიდონის მჟავის ციკლში ციკლოქსიგენაზას ინჰიბირებას. უპირატესად მოქმედებს ციკლოქსიგენაზა-II-ზე, რომელიც ანთების განვითარების პასუხად ინდუცირდება. შედეგად ხდება ანთებითი პროსტაგლანდინების სინთეზის ბლოკირება, რომელიც იწვევს ანთებით პროცესებს, შეშუპებასა და ტკივილს. თერაპიულ დოზებში კაპროფენი მნიშვნელოვნად სუსტად მოქმედებს ციკლოქსიგენაზა-I-ზე, რის გამოც არ ახდენს ზეგავლენას დამცავ პროსტაგლანდინებზე. მაშასადამე, კარპროფენი არ უშლის ხელს ნორმალურ ფიზიოლოგიურ პროცესებს ქსოვილებში, კუჭში, ნაწლავებში, თირკლმებსა და თრომბოციტებში.
კაპროფენი პერორალურად მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აღწევს სისხლში, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მისი მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ. მეტაბოლიზდება თირკმელში, გამოიყოფა ძირითადად ფეკალთან და ნაწილობრივ შარდთან ერთად. ძაღლის ორგანიზმიდან მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 10 სთ-ს შეადგენს.
რიკარფის ტაბლეტები  ხორცის არომატით ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება ზომიერად საშიშ ნივთიერებებს (საშიშ ნივთიერებათა მე-3 ჯგუფს ГОСТ  12.1.007-76).

 

III.    გამოყენების ჩვენებები და წესი

 

10.    რიკარფას ტაბლეტები ხორცის არომატით გამოიყენება ძაღლებისთვის:

-    ანთებისა და ტკივილის სინდრომის დროს, რომელიც ვითარდება საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს;

-    როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

 

11.    პრეპარატი გამოიყენება ინდივიდუალურად, პერორალურად, კარპროფენის დღეღამური დოზით 4.0მგ/კგ-ზე, რომლის ორ ნაწილად გაყოფაა რეკომენდირებული. 7-დღიანი მკურნალობის შემდეგ, კლინიკური ნიშნების გათვალისწინებით დოზის შემცირება რეკომენდირებულია 2მგ/კგ -მდე.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადების დროს დამოკიდებულია ცხოველის მდგომარეობაზე და განისაზღვრება მკურნალი ვეტერინარი ექიმის მიერ.
სამკურნალო პრეპარატის მოქმედების თავისებურებები მისი პირველი გამოყენებისას და მოხსნის შემდეგ არ აღინიშნება.
მოერიდეთ პრეპარატის დოზის გამოტოვებას, ვინაიდან მცირდება თერაპიული  ეფექტიანობა. ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში პრეპარატის მიღება განახლდება იგივე დოზითა და  სქემით.

 

12.    გვერდითი ეფექტები: სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ზედოზირების შემთხვევაში, აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, ღებინება და დიარეა.

 

13.    უკუჩვენებები: ინდივიდუალური მგრძნობელობის მომატება კაპროფენის მიმართ.

-    გულის, თირკმლისა და ღვიძლის დაავადების დროს პრეპარატი ინიშნება მკურნალი ვეტერინარის ზედამხედველობით.

 

იკრძალება გამოყენება:

 

-    მეძუძური ძაღლისთვის, ლაქტაციის დროს მისი გამოყენება განისაზღვრება ვეტერინარის მიერ მიღებული სარგებლისა და რისკის შეფასების საფუძველზე

-    დაუშვებელია სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად გამოყენება,  ასევე მათი მიღებამდე ან მიღების შემდეგ 24 საათის განმავლობაში.

 

14.    განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული მაღალპროდუქტიული ცხოველებისთვის

IV.    პირადი პროფილაქტიკის ზომები

 

15.    პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა დაიცვათ პირადი ჰიგიენა და უსაფრთხოების ტექნიკა, რაც ზოგადად მიღებულია სამკურნალო პრეპარატებისთვის. სამუშაოს დამთავრებისას უნდა დაიბანოთ ხელები საპნით.

 

16.    პირებს, რომელთაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ძირითადი კომპონენტის მიმართ, უნდა მოერიდონ პრეპარატთან პირდაპირ კონტაქტს. კანთან ან თვალის ლორწოვან გარსთან შემთხვევით კონტაქტისას ჩამოიბანეთ დიდი ოდენობის წყლით. ალერგიული რეაქციების განვითარებისას ან ადამიანის ორგანიზმში შემთხვევით მოხვედრისას დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას (თან იქონიეთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია)

მწარმოებლის მისამართი: KRKA, novo mesto Smarjeska cesta 68501 Novo mesto, სლოვენია

არჩევის პარამეტრები ამ პროდუქტს აქვს მრავალი ვარიანტი. ვარიანტები შეიძლება შეირჩეს პროდუქტის გვერდზე

კატის გადასაყვანი ჩანთა

38,00 

გადასაყვანი ჩანთა - კომფორტული უსაფრთხო და მოსახერხებელი გადაადგილებისათვის.

სუნის საწინააღმდეგო ორგანული შამპუნი 200მლ

24,40 

სუნის საწინააღმდეგო ორგანული შამპუნი (200მლ) შეიცავს მინიმუმ 95% მცენარეულ ინგრედიენტებსა და 10%-ზე მეტ ორგანულ ნედლეულს. შამპუნი ეფექტურად ასუფთავებს და აძლიერებს ბეწვს; არეგულირებს ცხიმის ჭარბ გამოყოფასა და ამცირებს უსიამოვნო სუნს. მდიდარია თიამისა და ჰამამელის ექსტრაქტებით. არ შეიცავს სულფატებს; რომელიც ხელს უწყობს ბეწვის გამოშრობასა და კანის გაღიზიანებას. სულფატების გარეშე შამპუნი ნაკლებად ქაფდება; თუმცა ამას არ აქვს გავლენა მისი მოქმედების ხარისხზე. არ შეიცავს სინთეტიკურ არომატებსა და საღებავებს; აქვს ნეიტრალური pH და ეთერზეთების ბუნებრივი სურნელი. შამპუნი შექმნილია ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ.

ოტოპეტ თერაპია

45,00 

ოტოპეტ თერაპია არის ყურის წვეთები, რომლებიც განკუთვნილია ძაღლებისა და კატებისთვის ყურის დაავადებების სამკურნალოდ. ის ეფექტურია გარეთა და შიდა ყურის ანთებების, ასევე სოკოვანი ინფექციების დროს. პრეპარატი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც ანადგურებენ ბაქტერიებს, სოკოს და ხელს უშლიან ანთებითი პროცესების განვითარებას.

პროდუქტი იტალიური ბრენდის, Fatro-ს ნაწარმია და მისი გამოყენება მარტივია როგორც თერაპიისთვის, ისე პროფილაქტიკისთვის. რეკომენდებულია ცხოველის ყურის რეგულარული მოვლა ან დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისას კონსულტაცია ვეტერინართან.

ინსეკტალი

4,00 

რწყილების ტკიპების და მკბენარების საწინააღმდეგო ეფექტური ჰიგიენური სპრეი ძაღლისთვის და კატისთვის.

სათამაშო გოჭი

10,00 

რეზინის სათამასო გოჭი, მოსახერხებელია როგორც თამაშისათვის ასევე კბილების მოქავებისთვის; VSC-126