Find My GPS ჯიპიესი

საწყისი ფასი იყო: 60,00 ₾.ამჟამინდელი ფასია: 48,00 ₾.

მარაგში

დეტალურად GPS ტრეკერის შესახებ: მოდელი: A Tag/Y21 თავსებადია Apple-ის Find My სისტემასთან. მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თქვენი ოთხფეხას ადგილმდებარეობა Find My აპლიკაციის მეშვეობით. 📌 ძირითადი მახასიათებლები: მოდელი: A Tag/Y21 ბატარეა: CR2025 (ძლებს 12 თვე🔋) ოპერაციული სისტემა: iOS 📍 ფუნქციები: მოძებნით თქვენს ოთხფეხას: თუ ოთხფეხა ახლოსაა, შეგიძლიათ გამოიყენოთ Find My აპლიკაცია, რათა ნახოთ მისი ზუსტი ადგილმდებარეობა. დაკარგვის რეჟიმი: თუ ოთხფეხა დაკარგულია, შეგიძლიათ გაააქტიუროთ დაკარგვის რეჟიმი, რათა სხვა მომხმარებლებმა შეძლონ მისი მოძიება და დაგიკავშირდნენ. (მობილურის ნომერს ამატებთ , რის გამოც ვინც იპოვის მათ შეუძლიათ დაგიკავშირდნენ). ან ასევე აპლიკაციას ეგზავნება სიგნალი ავტომატურად მის ადგილმდებარეობაზე, თუ კი ვინმე ისეთი აუვლის გვერდს, ვინც იყენებს Find my_ს. ხმოვანი სიგნალი: Find My აპლიკაციიდან შეგიძლიათ გაააქტიუროთ ხმოვანი სიგნალი, რათა სწრაფად იპოვოთ. შეკითხვები, რომლებიც შესაძლოა გქონდეთ: 1. თუ ძაღლი წავა შორს — მაგალითად 900 მეტრში, როგორ ვიპოვი? “Find My” სისტემა გეხმარება სწორედ ასეთ შემთხვევებში — როცა შენ თვითონ არ ხარ ტრეკერის სიახლოვეს. ეს შესაძლებელია Apple-ის “Find My Network” ტექნოლოგიით: როგორ მუშაობს Find My Network: როცა შენი ძაღლი (GPSტეგით) შორს არის შენგან, მაგრამ გზაზე აღმოჩნდება სხვა ადამიანი, რომელსაც აქვს iPhone ან Apple მოწყობილობა, მათი ტელეფონი აგზავნის ლოკაციას შენს Find My აპზე. ანუ შენ იხილავ ძაღლის ბოლო ადგილმდებარეობას, მაშინაც კი, როცა შენ არ ხარ იქ. ანუ, არ ხარ შეზღუდული მხოლოდ 100 მეტრიან რადიუსზე — თუ შენი ძაღლი მოხვდება Apple მოწყობილობების სიახლოვეს, მათი მეშვეობით შეგიძლია მისი პოვნა. 2. რადიუსი შეზღუდულია? თუ წავა 5კილომეტრზე ან მეტი ვიპოვი? დიახ იპოვი, რადიუსი არ არის შეზღუდული. დაგშორდებათ 1 კმ_ით, 5 თუ 20 კმ_ით არ აქვს მნიშვნელობა 3. თუ ოთხფეხას დაკარგავ უნდა გქონდეს “Lost Mode” ჩართული? არაა აუცილებელი. შენ შეგიძლია იხილო ტეგის ადგილმდებარეობა Find My აპში მაშინაც, როცა “Lost Mode” არ არის ჩართული. Lost Mode მხოლოდ დამატებითი ფუნქციაა, რომელიც: გაძლევს საშუალებას მიუთითო, რომ ოთხფეხა დაკარგულია. აჩვენებს კონტაქტის ინფორმაციას სხვა მპოვნელისთვის (შენ უთითებ საკონტაქტო ნომერს და გიკავშირდებიან) გიგზავნის შეტყობინებას, როცა ტეგს რომელიმე iPhone აღმოაჩენს. ანუ პოვნა Find My ქსელის მეშვეობით შესაძლებელია Lost Mode-ის გარეშეც. მაგრამ Lost Mode-ით უკეთესი კონტროლი გაქვს. 🔄 დაკავშირება Find My აპლიკაციასთან: ამოიღეთ ბატარეის იზოლაციის ფურცელი და დააჭირეთ ღილაკს, რათა მოწყობილობა ჩართოთ. Find My აპლიკაციაში დააჭირეთ Items (ნივთები) ღილაკს, შემდეგ + და აირჩიეთ Add Other Item (დაამატეთ სხვა ნივთი). მოწყობილობა უნდა გამოჩნდეს სიაში; დააჭერთ მას და დაასრულეთ დაკავშირების.

გადახდის & მიწოდების პირობები

გადახდის წესი

საქონლისა და მომსახურების საფასურის გადახდა შეგიძლიათ როგორც საკრედიტო ბარათით, ისე ინტერნეტ ბანკით გადმორიცხვით შპს “მმ ჯგუფის” სახელზე.
თქვენ ვალდებული ხართ გადაიხადოთ პროდუქციის და ადგილზე მოტანის ღირებულება ყველა გადასახადის ჩათვლით შეკვეთის მომენტში დადგენილი ფასის მიხედვით.

მიწოდების სერვისი

ჩვენი ზოომაღაზია ქუთაისში შეკვეთას მოგიტანთ მეორე დღეს, მოწოდების ღირებულებაა 5 ლარი. შეკვეთას უფასოდ მოგიტანთ, თუ მისი ღირებულება 50 ლარს აღემატება.
იმავე დღეს შეკვეთას უფასოდ მოგიტანთ თუ მისი ღირებულება 100 ლარზე მეტია. თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ WOLT-ის საკურიერო სერვისით.
დანარჩენ საქართველოში ამანათს მოგაწვდით საქართველოს ფოსტის მეშვეობით. თანხა გამოითვლება მათი ტარიფების შესაბამისად.

 

Related products