კატის ჰიგიენა – კატის შამპუნები, კბილის პასტები და სავარცხლები
Advantage 4კილოგრამამდე კატებისთვის
ანტიპარაზიტული წვეთები 4კილომდე კატებისთვის და დეკორატიული კურდღლებისთვის. სწრაფად ანადგურებს რწყილებს და იცავს ცხოველს 4 კვირის მანძილზე.
გამოყენების წესი: გადაუწიეთ ცხოველს ბეწვი თავის ქალის ძირზე, ისე რომ კანი კარგად ჩანდეს, დაადეთ პიპეტის ვიწრო ბოლო უშუალოდ კანზე, დააწვეთეთ მთლიანი პიპეტი. წაუსვით მხოლოდ დაუზიანებელ კანზე.
არ გამოიყენოთ 8 კვირამდე კნუტებზე.
Biodent Hexidine პირის ღრუს მოვლის საშუალება 250მლ
Biodent Hexidine 250მლ
პირის ღრუსა და კბილების მოვლის საშუალება კატებისა და ძაღლებისთვის
პირის ღრუს უსიამოვნო სუნის საწინააღმდეგო კბილების მოვლის საშუალება ძაღლებისა და კატებისთვის
Biodent Hexidine ფორმულირებულია სპეციალურად პირის ღრუში არსებული უსიამოვნო სუნის გასაქრობად კატებსა და ძაღლებში
ქლორჰექსიდინ გლუკონატი; გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება, ხელს უშლის ქვების გაჩენას კბილებში და აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში.
თუთიის გლუკონატი - ეფექტურად ახდენს კბილებზე ქვების გაჩენის პრევენციას. აფერხებს გოგირდოვან ნაერთებს პირის ღრუში და აქრობს უსიამოვნო სუნს.
უზრუნველყოფს პირის ღრუს ჰიგიენას და ხელს უშლის ბაქტერიების გავრცელებას, რაც ხშირად ხდება ღრძილების დაავადების მიზეზი.
აჯანსაღებს სუნთქვას.
მიღების წესი და დოზირება: დაამატეთ თქვენი ცხოველის წყლიან თასში. პროდუქტი ეფექტურ მოქმედებას იწყებს 2-4 დღის განმავლობაში.
დაშვებული დღიური დოზა მითითებულია ქვევით.
Biodent Hexidine-იანი სასმელი წყალი საჭიროა დამზადდეს ყოველდღიურად
12,5 კგ-ზე ნაკლები წონის ძაღლებისთვის :1 ლიტრ დასალევ წყალში დაამატეთ 5 მლ
12,5 კგ-ზე მეტი წონის ძაღლებისთვის: 1 ლიტრ დასალევ წყალში დაამატეთ 10 მლ
კატებისთვის: 1 ლიტრ დასალევ წყალში დაამატეთ 5 მლ
Biogance სუნამო SPRING 50ML
Biogance SPRING სუნამო 50 მლ არის შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი მსუბუქი სურნელოვანი სპრეი, რომელიც ეხმარება ბეწვს სასიამოვნო და სუფთა არომატის შენარჩუნებაში.
მისი ნაზი ფორმულა არ აღიზიანებს კანს და არ ტვირთავს ცხოველის ყნოსვას, ამიტომ შესაფერისია რეგულარული გამოყენებისთვის. გამოიყენება როგორც დამატებითი მოვლის პროდუქტი, ბეწვის გასახალისებლად და უსიამოვნო სუნის გასანეიტრალებლად.
შესაფერისია ძაღლებისა და კატებისთვის.