ოტოპეტ თერაპია
ოტოპეტ თერაპია არის ყურის წვეთები, რომლებიც განკუთვნილია ძაღლებისა და კატებისთვის ყურის დაავადებების სამკურნალოდ. ის ეფექტურია გარეთა და შიდა ყურის ანთებების, ასევე სოკოვანი ინფექციების დროს. პრეპარატი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც ანადგურებენ ბაქტერიებს, სოკოს და ხელს უშლიან ანთებითი პროცესების განვითარებას.
პროდუქტი იტალიური ბრენდის, Fatro-ს ნაწარმია და მისი გამოყენება მარტივია როგორც თერაპიისთვის, ისე პროფილაქტიკისთვის. რეკომენდებულია ცხოველის ყურის რეგულარული მოვლა ან დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისას კონსულტაცია ვეტერინართან.
პრაზისტოპი 50 ტაბლეტი
თერაპიული კატის და ძაღლის ანტიჰელმინთური საშუალება პრაზისტოპი. გამოიყენება ჰელმინთებით ინვაზიის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. შეფუთვაში 50 ტაბლეტი, აქტიური ნივთიერებები: პრაზიკვანტელი, პირანტელი და ფებანტელი. გამოიყენება როგორც კატებში, ასევე ძაღლებში, ცხოველის წონის შესაბამისად დოზირებით. პრეპარატი ეფექტურად ებრძვის მრგვალ და ბრტყელ ჭიებს. წამალი გამოიყენება ვეტერინარის დანიშნულებით და მისი რეკომენდაციების მიხედვით. შენახვის ვადა 2 წელი, ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არჩევის პარამეტრები
ამ პროდუქტს აქვს მრავალი ვარიანტი. ვარიანტები შეიძლება შეირჩეს პროდუქტის გვერდზე
პროპანტელი
პროპანტელი (Propantelm) - სავეტერინარო ანტიჰელმინთური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება შინაური ცხოველების (ძაღლები, კატები) ჭიებისგან გასაწმენდად. პროდუქტი ეფექტურია მრგვალი ჭიებისა და ჭიაყელების წინააღმდეგ. თითო ტაბლეტი შეიცავს პროპანტელის ემბონატს, როგორც აქტიურ ნივთიერებას. პრეპარატის დოზირება ხდება ცხოველის წონის მიხედვით და რეკომენდებულია ვეტერინარის კონსულტაციის შემდეგ გამოყენება. მნიშვნელოვანია სწორი დოზირების დაცვა ეფექტური მკურნალობისთვის.
რიკარფა ხორცის არომატით ტაბ.50მგ
1. პრეპარატის სავაჭრო დასახელება: რიკარფას ტაბლეტები ხორცის არომატით.
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: კარპროფენი (Carprofen)
2. სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები, პერორალურად მისაღები
3. შემადგენლობა: ხორცის არომატის მქონე რიკარფას ერთი ტაბლეტები შეიცავს მოქმედ ნივთიერებას: კარპროფენს 20მგ, 50მგ და 100მგ
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, სიმინდის სახამებელს, რკინის წითელ ოქსიდს, რკინის შავ ოქსიდს, პოვიდონი K30-ს, ნატრიუმის გლიკოლატს, არომატიზატორს ხორცის არომატით 10022, კოლოიდურ ანჰიდრიდს, ტალკს, მაგნიუმის სტეარატს
4. აღწერილობა: აღნიშნული ტაბლეტები მუქი ყავისფერია, ცალ მხარეს გამყოფი ზოლით და დახრილი ნაპირით.
5. გამოშვების ფორმა: მასით 76მგ, 190მგ და 380მგ, მოქმედი ნივთიერების შემცველობით 20მგ, 50მგ და 100მგ, სტანდარტულ შეფუთვაში დაფასოებულია 10 ტაბლეტი ერთ ბლისტერზე. 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში. თითოეულ შეფუთვას თან ახლავს გამოყენების ინსტრუქცია.
6. შენახვის პირობები: სამკურნალო პრეპარატი ინახება მწარმოებლის მიერ წარმოებულ დახურულ შეფუთვაში, საკვები პროდუქტებისგან და საკვებისაგან მოშორებით, მზის სხივებისა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 0-დან-250C -მდე ტემპერატურაზე
ვარგისობის ვადა: 3 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.
გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაცია უნდა მოხდეს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
7. პრეპარატის გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე
II. ფარმაკოლოგიური თვისებები
8. რიკარფას ტაბლეტები ხორცის არომატით მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს.
9. კარპროფენს, რომელიც შედის სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება, მოქმედების მექანიზმი ეფუძნება არახიდონის მჟავის ციკლში ციკლოქსიგენაზას ინჰიბირებას. უპირატესად მოქმედებს ციკლოქსიგენაზა-II-ზე, რომელიც ანთების განვითარების პასუხად ინდუცირდება. შედეგად ხდება ანთებითი პროსტაგლანდინების სინთეზის ბლოკირება, რომელიც იწვევს ანთებით პროცესებს, შეშუპებასა და ტკივილს. თერაპიულ დოზებში კაპროფენი მნიშვნელოვნად სუსტად მოქმედებს ციკლოქსიგენაზა-I-ზე, რის გამოც არ ახდენს ზეგავლენას დამცავ პროსტაგლანდინებზე. მაშასადამე, კარპროფენი არ უშლის ხელს ნორმალურ ფიზიოლოგიურ პროცესებს ქსოვილებში, კუჭში, ნაწლავებში, თირკლმებსა და თრომბოციტებში.
კაპროფენი პერორალურად მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აღწევს სისხლში, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მისი მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ. მეტაბოლიზდება თირკმელში, გამოიყოფა ძირითადად ფეკალთან და ნაწილობრივ შარდთან ერთად. ძაღლის ორგანიზმიდან მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 10 სთ-ს შეადგენს.
რიკარფის ტაბლეტები ხორცის არომატით ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება ზომიერად საშიშ ნივთიერებებს (საშიშ ნივთიერებათა მე-3 ჯგუფს ГОСТ 12.1.007-76).
III. გამოყენების ჩვენებები და წესი
10. რიკარფას ტაბლეტები ხორცის არომატით გამოიყენება ძაღლებისთვის:
- ანთებისა და ტკივილის სინდრომის დროს, რომელიც ვითარდება საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს;
- როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
11. პრეპარატი გამოიყენება ინდივიდუალურად, პერორალურად, კარპროფენის დღეღამური დოზით 4.0მგ/კგ-ზე, რომლის ორ ნაწილად გაყოფაა რეკომენდირებული. 7-დღიანი მკურნალობის შემდეგ, კლინიკური ნიშნების გათვალისწინებით დოზის შემცირება რეკომენდირებულია 2მგ/კგ -მდე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადების დროს დამოკიდებულია ცხოველის მდგომარეობაზე და განისაზღვრება მკურნალი ვეტერინარი ექიმის მიერ.
სამკურნალო პრეპარატის მოქმედების თავისებურებები მისი პირველი გამოყენებისას და მოხსნის შემდეგ არ აღინიშნება.
მოერიდეთ პრეპარატის დოზის გამოტოვებას, ვინაიდან მცირდება თერაპიული ეფექტიანობა. ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში პრეპარატის მიღება განახლდება იგივე დოზითა და სქემით.
12. გვერდითი ეფექტები: სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ზედოზირების შემთხვევაში, აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, ღებინება და დიარეა.
13. უკუჩვენებები: ინდივიდუალური მგრძნობელობის მომატება კაპროფენის მიმართ.
- გულის, თირკმლისა და ღვიძლის დაავადების დროს პრეპარატი ინიშნება მკურნალი ვეტერინარის ზედამხედველობით.
იკრძალება გამოყენება:
- მეძუძური ძაღლისთვის, ლაქტაციის დროს მისი გამოყენება განისაზღვრება ვეტერინარის მიერ მიღებული სარგებლისა და რისკის შეფასების საფუძველზე
- დაუშვებელია სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად გამოყენება, ასევე მათი მიღებამდე ან მიღების შემდეგ 24 საათის განმავლობაში.
14. განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული მაღალპროდუქტიული ცხოველებისთვის
IV. პირადი პროფილაქტიკის ზომები
15. პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა დაიცვათ პირადი ჰიგიენა და უსაფრთხოების ტექნიკა, რაც ზოგადად მიღებულია სამკურნალო პრეპარატებისთვის. სამუშაოს დამთავრებისას უნდა დაიბანოთ ხელები საპნით.
16. პირებს, რომელთაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ძირითადი კომპონენტის მიმართ, უნდა მოერიდონ პრეპარატთან პირდაპირ კონტაქტს. კანთან ან თვალის ლორწოვან გარსთან შემთხვევით კონტაქტისას ჩამოიბანეთ დიდი ოდენობის წყლით. ალერგიული რეაქციების განვითარებისას ან ადამიანის ორგანიზმში შემთხვევით მოხვედრისას დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას (თან იქონიეთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია)
მწარმოებლის მისამართი: KRKA, novo mesto Smarjeska cesta 68501 Novo mesto, სლოვენია
არჩევის პარამეტრები
ამ პროდუქტს აქვს მრავალი ვარიანტი. ვარიანტები შეიძლება შეირჩეს პროდუქტის გვერდზე
სამმაგი ძალა გლუკოზამინი-ქონროიტინი 60ტაბ
სამმაგი ძალის გლუკოზამინ-ქონდროიტინის საკვები დანამატი - მაღალეფექტური საშუალება თქვენი შინაური ცხოველის სახსრების ჯანმრთელობისთვის! შეფუთვაში 60 ტაბლეტი. პროდუქტი გამოირჩევა მაღალი კონცენტრაციის გლუკოზამინისა და ქონდროიტინის შემცველობით, რაც ხელს უწყობს სახსრების ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას და დაცვას. განსაკუთრებით რეკომენდებულია ხანდაზმული, მსხვილი ჯიშის ან სპორტული ძაღლებისთვის. ეხმარება ართრიტით და სახსრების სხვა პრობლემებით დაავადებულ ცხოველებს. ადვილად მისაღები ფორმა და ოპტიმალური დოზირება. დამზადებულია ხარისხის მკაცრი კონტროლის პირობებში.
სექსსტოპი ცხოველებისთვის
ეფექტური საშუალება ცხოველების სასქესო ქცევის კონტროლისთვის. უსაფრთხო და ვეტერინარული დამტკიცებული ფორმულა.
არჩევის პარამეტრები
ამ პროდუქტს აქვს მრავალი ვარიანტი. ვარიანტები შეიძლება შეირჩეს პროდუქტის გვერდზე
ყურის წვეთები ბარსი-ფორტე
ბარსი ფორტე (Bars Forte) ყურის სამკურნალო წვეთებია, რომლებიც რეკომენდირებულია როგორც ძაღლებისთვის, ასევე კატებისთვის. ეს პროდუქტი გამოიყენება ყურის ინფექციების სამკურნალოდ და ანთების შესამსუბუქებლად. ის განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც ყურები დაბინძურებულია ან გამაღიზიანებელია პარაზიტებით (მაგალითად, ტკიპებით). პრეპარატი ამშვიდებს ანთებას და ხელს უწყობს ჯანმრთელი გარემოს შენარჩუნებას ყურის არეში.
ძარლის მულტივიტამინი 0,75გრ. 100ტაბ
Beavis® Multi Vitamin 10 in 1 შექმნილია ზრდასრული ძაღლებისთვის, რათა მათ შეძლონ უფრო ჯანსაღი ცხოვრება და მაქსიმალური დონის მხარდაჭერა იმუნური სისტემისთვის. 10 in 1, ვიტამინებისა და ამინომჟავების კომბინაცია შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც ჩვენს მეგობრებს განსაკუთრებულ ზრუნვას უწევენ, დაწყებული სტრესის მართვამდე, მხედველობამდე, კანისა და თმის ჯანმრთელობამდე, ქოლესტერინის ბალანსამდე და თირკმელების სტაბილიზაციამდე მაქსიმალურ დონეზე.
ეს ფორმულა, რომელიც ეფექტურია კანის სიმშრალის, თმის ცვენისა და ქავილის წინააღმდეგ, ასევე დიდად ეხმარება ასაკთან დაკავშირებული დაავადებების თავიდან აცილებაში.
მდედრ ძაღლებში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს დედების ჯანმრთელობაში, განსაკუთრებით ორსულობის დროს, ასევე ლეკვების ჯანსაღად დაბადებაში. 10 1-ში, რომელიც შეიცავს სპეციალურ ბიოტინ კომპონენტს, ასევე ეხმარება ჩვენს საყვარელ მეგობარს ისარგებლოს მბზინავი და ჯანსაღი თმის სტრუქტურით.