მოცემული პირობები, არის შეთანხმება Pet Stop-სა და მყიდველს  შორის პროდუქტებისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ, რომელიც განხორციელდება ინტერნეტ ზოომაღაზიის მეშვეობით petstop.ge

გადახდის წესი

საქონლისა და მომსახურების საფასურის გადახდა  შეგიძლიათ როგორც საკრედიტო ბარათით, ისე ინტერნეტ ბანკით გადმორიცხვით შპს “მმ ჯგუფის” სახელზე.

თქვენ ვალდებული ხართ გადაიხადოთ პროდუქციის და  ადგილზე მოტანის ღირებულება ყველა გადასახადის ჩათვლით შეკვეთის მომენტში დადგენილი ფასის მიხედვით.

მიწოდების სერვისი

ჩვენი ზოომაღაზია ქუთაისში შეკვეთას მოგიტანთ მეორე დღეს, მოწოდების ღირებულებაა 5 ლარი.   შეკვეთას უფასოდ მოგიტანთ, თუ მისი ღირებულება 50 ლარს აღემატება.

იმავე დღეს შეკვეთას უფასოდ მოგიტანთ თუ მისი ღირებულება 100 ლარზე მეტია. თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ WOLT-ის საკურიერო სერვისით.

დანარჩენ საქართველოში ამანათს მოგაწვდით საქართველოს ფოსტის მეშვეობით. თანხა გამოითვლება მათი ტარიფების შესაბამისად.

პროდუქტის დაბრუნების და შეცვლის პოლიტიკა

თქვენ უფლება გაქვთ არ ჩაიბაროთ პროდუქცია, რომელიც არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს. შეკვეთის მიღებისას  უნდა შეამოწმოთ საქონლის დასახელება, რაოდენობა და ხარისხი. რაიმე სახის დაზიანების ან ნაკლის შემთხვევაში, ჩვენ უმოკლეს ვადაში მოგაწოდებთ ახალ პროდუქტს ან მის ალტერნატივას. თუ მხარეებს შორის მოლაპარაკება პროდუქტის ჩანაცვლებაზე არ შედგა, ჩვენი  მაღაზია დაგიბრუნებთ აღნიშნული პროდუქტის საფასურს არა უგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.

თქვენ ასევე უფლება გაქვთ მოითხოვოთ შეძენილი პროდუქტის გადაცვლა შეკვეთიდან 24  საათის განმავლობაში. შეცვლა მოხდება თუ შენაძენს შენარჩუნებული ექნება მიწოდებისას არსებული იერსახე და არ ექნება დაზიანებები.

პერსონალური ინფორმაციის დაცვა

Pet Stop ზედმიწევნით იცავს პერსონალური მონაცემების შესახებ საქართველოს კანონს და შესაბამისად, თქვენს პერსონალურ მონაცემებს.  მონაცემები სხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციას შეიძლება გადაეცეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ინფორმაციას, რომელსაც თქვენთვის მომსახურების გაწევისას მოვიპოვებთ შეიძლება გამოვიყენოთ მომსახურების გასაუმჯობესებლად, ასევე აქციებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად. 

პროდუქტებსა და პირობებში ცვლილებების შეტანა

ჩვენ უფლებამოსილი ვართ ნებისმიერ დროს ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში  შევიტანოთ  ცვლილებები მომხმარებლის  დამატებითი თანხმობის გარეშე. ამ ცვლილების შემდეგ ვებგვერდის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება მომხმარებლის ხელშეკრულების ცვლილებებზე თანხმობად.